„ორივეს მაღალი ინტელექტი აქვს, ორივე გასაოცარია“ – განაცხადა დონალდ ტრამპა
ერთი უფრო დიპლომატია, ვიდრე მეორე. ვფიქრობ, ორივეს მაღალი ინტელექტი აქვს, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა განსხვავებაა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
„ვიტყოდი, ერთი უფრო დიპლომატია, ვიდრე მეორე. ვფიქრობ, ორივეს მაღალი ინტელექტი აქვს“, – თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპს ასევე დაუსვეს კითხვა, ვის დაუჭერს მხარს 2028 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს – ჯეი დი ვენსს, თუ მარკო რუბიოს.
„არ მსურს ამ საკითხის განხილვა. წინ სამი წელი გვაქვს. მე მყავს ორი ადამიანი, რომელიც შესანიშნავ საქმეს აკეთებს. არ მსურს, უთანხმოება მქონდეს, არ მსურს სიტყვა ჩხუბის გამოყენება. ჯეი დი ვენსი გასაოცარია და მარკო რუბიოც გასაოცარია“, – თქვა ტრმპმა.
მისივე თქმით, რუბიოსა და ვენსის კომბინაცია უძლეველი იქნებოდა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა სცენარს, რომ 2029 წლის 21 იანვარს კვლავ პრეზიდენტი გახდება, დონალდ ტრამპი პასუხობს: „არ ვიცი, ეს საინტერესო იქნება. არ იქნება საშინელება, თუ დაგეთანხმებით და იმ პასუხს გაგცემთ, რასაც ითხოვთ? ეს ცხოვრებას გაცილებით ნაკლებად საინტერესოს გახდიდა“.

