აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

გერმანიის კანცლერი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა

გერმანიის კანცლერი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. „დოიჩე ველს“ ცნობით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საუდის არაბეთს სპარესთის ყურეში დაგეგმილი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. მერცი ასევე ჩავა კატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია გერმანიის სავაჭრო, ენერგეტიკული და უსაფრთხოების პარტნიორობის დივერსიფიცირება.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შეუძლიათ დაეხმარონ გერმანიას ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირებაში.

„ჩვენ ასეთი პარტნიორობა უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე, იმ დროს, როდესაც დიდი ძალები სულ უფრო მეტად განსაზღვრავენ პოლიტიკას“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მერცის ვიზიტი ირანთან დაკავშირებული რეგიონული დაძაბულობის გამწვავების ფონზე მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ტურნეს დროს ადამიანის უფლებების საკითხებს წამოჭრის, ამასთანავე აღიარა, რომ ეს საკითხი აღარ თამაშობს ისეთ მნიშვნელოვან როლს ურთიერთობებში, როგორც წარსულში.

იტვირთბა....