უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„პოზიტიური წინსვლა შეინიშნება. თუმცა, ევროპელი და ბრიტანელი მილიტარისტები ამ პროცესის ჩაშლას ცდილობენ. რაც უფრო მეტად ცდილობენ პროცესისთვის ხელის შეშლას, მით უფრო მეტი პროგრესია“, – განაცხადა დმიტრიევმა.
ასევე, მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციასთან რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის მიზნით აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის ფარგლებში. შეხვედრები დადებითად მიმდინარეობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

