აქტუალური თემა ახალი ამბები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა.

ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტუსკს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და უკრაინაში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პიოტრ ლუკაშევიჩი დახვდნენ. ტუსკთან ერთად კიევში იმყოფება პოლონეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ანდჟეი დომანსკი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოწვევას დათანხმდა, თუმცა ჩასვლის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

იტვირთბა....