აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შემდეგ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორებმა მოსკოვზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ.

„უკრაინის პოზიცია ნათელია. ომი ნამდვილად უნდა დასრულდეს. რუსეთი ამისთვის მზად უნდა იყოს. პარტნიორებიც მზად უნდა იყვნენ, რომ ეს რეალური გარანტიებით, უსაფრთხოების გარანტიებით და აგრესორზე რეალური ზეწოლის მოხდენით უზრუნველყონ. ეს ახლა უნდა იგრძნობოდეს, უკრაინელმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ვითარება ნამდვილად მშვიდობისა და ომის დასრულებისკენ მიდის და არა რუსეთის მიერ ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენებისა და თავდასხმების გაგრძელებისკენ. აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს, რადგან თუ რაიმე ჯილდო მიენიჭება, რუსეთი საბოლოოდ დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების ფონზე ელოდება, რომ ტყვეების მორიგი გაცვლა მალე მოხდება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ მალე ველოდებით სამხედრო ტყვეების გაცვლას. პატიმრები სახლებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....