აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდოეთმა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალა” – მარია ზახაროვა

არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდოეთმა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნახშირწყალბადების შეძენა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ეს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი ენერგეტიკულ სფეროში ინდოეთთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.

ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთიდან ნავთობის შეძენის შეწყვეტას დათანხმდა.

„მან თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან, შესაძლოა, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

იტვირთბა....