აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა, თუმცა უცნობია, როდის იგეგმება მათი შემოღება” – ბლუმბერგი

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა, თუმცა მათი შემოღების ნიშნები ჯერ არ არის, – ამის შესახებ „ბლუმბერგს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით აცნობა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკანასკნელად 2025 წლის ოქტომბერში დააწესა. სანქციების  სამიზნე იყო რუსული ნავთობკომპანიები „ლუკოილი“ და „როსნეფტი“.

„ბლუმბერგი“ არ განმარტავს, რას გულისხმობს აშშ-ის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი სანქციები.

ამასთან ერთად, „ბლუმბერგი“ წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-20 პაკეტს ევროკავშირიც ამზადებს და მისი დაწესება იგეგმება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლისთავზე. „ბლუმბერგის“ ცნობით, ახალი პაკეტი მოიცავს სანქციებს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც სააგენტოსთან საუბარში წყარო ამბობს, ეს ზომები უფრო ჰგავს „საბურავის ნელ დაშვებას“, ვიდრე რუსეთის ქმედებებზე სიმეტრიულ პასუხს.

„ბლუმბერგის“ წყარო ამბობს, რომ მას შემდეგ, „რაც რუსეთმა ბრძოლის ველზე ვერაფერს მიაღწია, ის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებს, რათა აიძულოს უკრაინა, დათანხმდეს მათთვის ცუდ გარიგებას“.

იტვირთბა....