აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროპას არ შეუძლია, საკუთარი თავი აშშ-ის გარეშე დაიცვას. ამის შესახებ ბუდრისიმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ლიეტუვამ უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან პრაგმატული, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები. როგორც ბუდრისმა აღნიშნა, ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოება ეყრდნობა აშშ-სა და ნატოს.

„აშშ-თან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნება არის უმაღლესი პრიორიტეტი. ალტერნატივა არ არის და არ იქნება, ყოველ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტვაში. აშშ-ის გარეშე ევროპას თავის დაცვა არ შეუძლია,“ – განაცხადა ბუდრისმა.

მისი თქმით, ევროპას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შეაჩერებდნენ რუსეთის პოტენციურ აგრესიას. ბუდრისის განცხადებით, ევროპა არ ფლობს საკმარისს სტრატეგიულ იარაღს, არც ბირთვულს და არც ჩვეულებრივს, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო შეკავებას.

ლიეტუველი მინისტრის განცხადებით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და შეიმუშაონ უსაფრთხოების ახალი გეგმები. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა იმუშაოს აშშ-თან ურთიერთობების ფორმატის შეცვალზე, პრაგმატულ და ურთიერთსასარგებლო საფუძველზე, რათა შენარჩუნებული იყოს საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ლიეტუვა თანმიმდევრულად ამ პოზიციაზეა და არ დაიღლება პარტნიორებისადმი მოწოდებით ეძებონ შეთანხმება, რომელიც ყველასთავის სასარგებლო იქნება,“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბუდრისმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება. მისი თქმით, ევროპა უკვე არის ჩინეთის მზარდი გეოეკონომიკური გავლენის სამიზნე და აუცილებელია მედეგობის განმტკიცება, თუმცა ეს არ გამორიცხავს პრაგმატიზმს.

„სამყარო არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება იდეალური და სამართლიანი ადგილი ყველასთვის, განსაკუთრებით პატარა ერებისთვის. ჩვენი ამოცანაა მშვიდად ნავიგაცია იმ სტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა ბუდრისმა

იტვირთბა....