ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ შეერთებული შტატები იცვლება და აშშ-ის ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც მის საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს.
მისი თქმით, ნატო-ს ევროპელი წევრები, მათ შორის ფინეთი, ბოლო კვირების განმავლობაში თავიანთი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიების გადახედვაში არიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის გამო იანვარში ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები დაძაბა.
„ჩვენ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატები ცვლილებებს განიცდის. მისი მიდგომა მოკავშირეების მიმართ, ასევე საგარეო პოლიტიკის წარმოების წესი, ასევე იცვლება. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და ევროპის მნიშვნელობას აკნინებს“, – განაცხადა სტუბმა.

