აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთქმედება განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთქმედება განიხილეს. პუტინმა რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს და ყოვლისმომცველ პარტნიორობას სამაგალითო უწოდა.

პუტინის თქმით, ქვეყნები ავითარებენ ურთიერთობებს ყველა სფეროში, საერთაშორისო სიტუაციის მიუხედავად, და რუსეთ-ჩინეთის ტანდემი ასტაბილურებს მსოფლიოში მზარდ ტურბულენტობას.

„სავაჭრო ბრუნვამ, ზედიზედ მესამე წელია, გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს. ჩვენი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის ვაჭრობის მოცულობა 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო კოორდინაცია გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორუმებზე: გაერო, „ბრიქსი“, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ყველა ერთობლივი ძალისხმევის მიმართ, რომლებიც მიმართულია ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების საკუთარი გზის არჩევის უფლების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავებისკენ.

​ „ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. სავაჭრო თანამშრომლობა დინამიკურად და სტაბილურად ვითარდება და ახალ სფეროებში თანამშრომლობა წარმატებით მიიწევს წინ“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

იტვირთბა....