აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა

გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ კაიზერსლაუტერნის სიახლოვეს 2 თებერვალს მოხდა, როდესაც კონდუქტორი ბილეთების შემოწმებას ახორციელებდა.

სავარაუდოდ, უბილეთო მგზავრი რკინიგზის 36 წლის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კონდუქტორი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თავდამსხმელი 26 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

გერმანიის რკინიგზის პროფკავშირების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად კონდუქტორებზე თავდასხმის, საშუალოდ, ხუთი შემთხვევა ფიქსირდება და ეს თავდასხმები ბოლო წლებში სულ უფრო გახშირდა.

იტვირთბა....