რუსეთის მიერ უკრაინაზე საჰაერო დარტყმებს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში, დრუჟკოვკაზე რუსეთის დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.
დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი სოციალურ მედიაში წერს, რომ რუსებმა ქალაქს კასეტური ჭურვები ესროლეს.
მისივე ცნობით, თავდასხმის სამიზნე ბაზრის ხალხმრავალი ტერიტორია იყო. როგორც ფილაშკინმა აღნიშნა დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა გაიზარდოს.

