აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი და დაკავშირებადობის სხვა პროექტების განხორციელება განიხილეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ასევე მიესალმნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ორმხრივ ვიზიტებს და შეთანხმდნენ ნდობის აღდგენის ზომების გაფართოების აუცილებლობაზე.
ალიევმა და ფაშინიანმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის საზოგადოებებმა რეალურ ცხოვრებაში იხილა მშვიდობის სარგებელი. მათ კმაყოფილება გამოთქვეს ორმხრივი ვაჭრობის აღდგენისა და აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის გამო, ასევე მესამე ქვეყნებიდან მარცვლეულისა და სხვა საქონლის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების შესწავლას.
ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა.

