აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, იმედი გვაქვს, ამერიკული მხრიდან საპასუხო რეაქცია იქნება” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება.

„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ. ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. საპასუხო რეაქციას ველოდებით მოთმინებით. იმედი მაქვს, ამერიკული მხრიდან ეს საპასუხო რეაქცია იქნება. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ამასთან, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემაც.

იტვირთბა....