ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა.
არაბული მედიის თანახმად, დაღუპულთაგან 11 ქალაქ ღაზაში ტუფასა და ზეიტუნის უბნებში დაიღუპა.
ასევე ვრცელება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ ალ-მავასიში, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, რომელიც ისრაელის სამხედროების მიერ ე.წ. უსაფრთხო ზონად იყო კლასიფიცირებული, დროებითი კარავი დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათ ტანკებით დაბომბეს და საჰაერო დარტყმები განახორციელეს სამიზნეებზე მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ისრაელის ჯარებს სექტორის ჩრდილოეთით ცეცხლი გახსნეს და რეზერვისტი ოფიცერი მძიმედ დაჭრეს.

