რუსულმა სადაზვერვო კოსმოსურმა ხომალდებმა ევროპის მთავარ თანამგზავრებზე ზემოქმედება განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპელი უსაფრთხოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ორი რუსული კოსმოსური ხომალდის მოქმედებამ შეიძლება, გამოიწვიოს ევროპული ხომალდების გაუმართაობა ან თუნდაც მათი ჩამოგდება. გარდა ამისა, რისკის ქვეშ დადგა ამ თანამგზავრების მიერ გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია, კერძოდ, საიდუმლო სამთავრობო და ზოგიერთი სამხედრო შეტყობინება.
რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპის სამხედრო და სამოქალაქო კოსმოსური ორგანოები აკვირდებოდნენ „ლუჩ-1“-ისა და „ლუჩ-2“-ის აქტივობას, ორ რუსულ ობიექტს, რომლებმაც არაერთხელ განახორციელეს საეჭვო მანევრები ორბიტაზე. 2023 წელს გაშვების შემდეგ, „ლუჩ-2“ 17 ევროპულ თანამგზავრს მიუახლოვდა.

