აშშ-ს და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს სავარაუდოდ ომანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას – „აქსიოსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, არაბული წყარო ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართება.
როგორც „აქსიოსი“ წერს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.
მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქეთისა და ომანის ჩათვლით განიხილება შეხვედრების ადგილები და მოლაპარაკებების ადგილი, დრო „მედიათამაშების საგნად არ უნდა იქნას გამოყენებული“.

