აქტუალური თემა ახალი ამბები განათლება მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ნუ აქცევენ განათლებას” – შალვა პაპუაშვილი

ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ნუ აქცევენ განათლებას და განსაკუთრებით ნუ აქცევენ ამას პოლიტიკური ინტრიგების იარაღად, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი, რომ აკადემიური დისკუსიის მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს არგუმენტი და არა ლოზუნგი და ნებისმიერ საკითხზე მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა.

„უპირველეს ყოვლისა, მივმართავ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, რომ როდესაც პროცესში გამოცხადებულია უმაღლესი განათლების ისტორიული რეფორმა, რომელსაც ისტორიული შედეგები ექნება უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესების მხრივ, არ აჰყვნენ იმ ხალხს, რომლებსაც პირდაპირ ზიზღი აქვთ აკადემიურ პერსონალის, სტუდენტების მიმართ და როგორც კი მათ სასარგებლოს ვერ გაიგებენ კომენტარებში, ვხედავთ როგორ ესხმიან თავს ლექტორებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს. ამიტომ, ენდონ სახელმწიფოს, ენდონ გაცხადებული რეფორმის მიზნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....