აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა სამდღიანი ბრძოლის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქზე კონტროლის აღსადგენად დრონები და ვერტმფრენები გამოიყენეს

პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა სამდღიანი ბრძოლის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქზე კონტროლის აღსადგენად დრონები და ვერტმფრენები გამოიყენეს. როგორც მედია წერს, შაბათს სეპარატისტული „ბელუჯის განმათავისუფლებელი არმიის“ მიერ განხორციელებულმა კოორდინირებულმა თავდასხმებმა პაკისტანის უდიდესი პროვინცია თითქმის ჩიხში შეიყვანა, რა დროსაც ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ათზე მეტ ადგილას ცეცხლი გაუხსნეს მეამბოხეებს.

როგორც ცნობილია, დაპირისპირების დროს 197 მებრძოლი დაიღუპა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაპირისპირების დროს თავდამსხმელები სკოლებში, ბანკებში, ბაზრებსა და სხვა ობიექტებში შეიჭრნენ, რის შედეგადაც 22-ზე მეტი უსაფრთხოების თანამშრომელი და 36 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

იტვირთბა....