აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ესწრებოდნენ.
ამჟამად ლიდერები დახურულ ფორმატში პირისპირ შეხვედრას აგრძელებენ.
ცნობისთვის, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში „ზაიედის პრემიის“ მისაღებად ჩავიდნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონში თანამშრომლობისა და სტაბილურობისადმი მათი თანმიმდევრული შრომის აღიარების ნიშნად პრემიის წლევანდელ გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.

