ჯილ ბაიდენის ყოფილ მეუღლეს, უილიამ სტივენსონს ცოლის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
პოლიციის განცხადების თანახმად, 77 წლის უილიამ სტივენსონს თავისი ცოლის, ლინდა სტივენსონის მკვლელობაში ბრალი რამდენიმეკვირიანი გამოძიების შემდეგ წაუყენეს.
სტივენსონი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, რადგან 500 000-დოლარიანი გირაოს გადახდა ვერ შეძლო.
„2025 წლის 28 დეკემბერს პოლიცია გამოეხმაურა ოჯახური კონფლიქტის შესახებ მიღებულ შეტყობინებას სტივენსონების სახლში, სადაც ლინდა სტივენსონი უგონო მდგომარეობაში იპოვეს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
მედიის ცნობით, საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.
ჯილ ბაიდენი უილიამ სტივენსონთან ქორწინებაში იყო 1970-დან 1975 წლამდე. ისინი დაქორწინდნენ, როცა ჯილ ბაიდენი 18 წლის იყო, ხოლო სტივენსონი – 23 წლის. ჯილ ბაიდენმა ჯო ბაიდენი 1975 წლის მარტში გაიცნო და ისინი 1977 წელს დაქორწინდნენ.

