ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საუბარია ერთზე მეტ შეხვედრაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების სურვილი აქვს.
„მათ სურთ რაღაცის გაკეთება და ვნახოთ, გაკეთდება თუ არა რამე. მათ ჰქონდათ შანსი, რომ რაღაც გაეკეთებინათ ცოტა ხნის წინ, ეს არ გამოვიდა და ჩვენ ჩავატარეთ ოპერაცია. არ მგონია, სურდეთ, რომ ეს ისევ მოხდეს. მათ სურთ მოლაპარაკება. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე თუ სად გაიმართება შეხვედრა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი არ აქვს, თუმცა საუბარია ერთზე მეტ შეხვედრაზე.

