ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ესაპნეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ფაშისტი ტოტალიტარისტია.
ამის შესახებ ილონ მასკმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ სანჩესის სოციალურ მედიასთან დაკავშირებით ესაპნეთში ცვილიებების გატარებას გეგმავს.
„სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია“, – წერს მასკი.
ცნობისთვის, ესპანეთში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვა იგეგმება. ამასთან, ესპანეთში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მომავალ კვირაში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის აღმასრულებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკანონო და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტისთვის, ასევე ალგორითმული მანიპულირებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
„ჩვენ დავიცავთ მათ ციფრული ველური დასავლეთისგან. დღეს ჩვენი შვილები ისეთ სივრცეში არიან, რომელშიც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეიძლება. დღეს სოციალურ მედია დამოკიდებულების, ძალადობის, პორნოგრაფიის, მანიპულირების და ძალადობის ადგილია. ჩვენ ამას აღარ შევეგუებით. ჩვენ დავიცავთ მათ “, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

