აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“პუტინის თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ სისტემებზე, განსაკუთრებით უზნეო იყო” – სტარმერი ტრამპს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა, დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც გავცრელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება და ღამით ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული  თავდასხმები.

„პუტინის სასტიკი თავდასხმები კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ სისტემებზე, განსაკუთრებით უზნეო იყო, რადგან ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსზე დაბალი იყო“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

იტვირთბა....