ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-ს რეაქციას ველით რუსეთის დარტყმებზე”- ზელენსკი

“ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას ველით რუსეთის დარტყმებზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნას ბალისტიკის რეკორდით უპასუხა.

“ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას ველით რუსეთის დარტყმებზე.

ეს სწორედ ამერიკის წინადადება იყო: მოლაპარაკებებისა და ასეთი ცივი ამინდის პერიოდში შეწყვეტილიყო ენერგეტიკის წინააღმდეგ დარტყმები. პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან იყო თხოვნა.

ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას ბალისტიკის რეკორდით უპასუხა.

არასრული ოთხი დღე გავიდა კვირიდან, რომელსაც რუსეთს სთხოვდნენ. ეს სხვა დანარჩენზეც მეტყველებს, რაზეც რუსეთი დაპირებებს იძლევა ან რაზეც შეუძლია დაპირებების გაცემა. თუ მათი სიტყვა უკვე ახლა ტყდება, შემდეგ რას ველოდოთ?” – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....