ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა – ზელენსკი

რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს შეერთებული შტატების ძალისხმევები. ენერგეტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებაზე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნა, იცით ამის შესახებ. ჩვენი სამომლაპარაკებლო გუნდების შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საჭიროა კვირის განმავლობაში დარტყმებისგან თავის შეკავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ფაქტობრივად ეს პარასკევს ღამე დაიწყო და დღეს ღამე რუსებმა, ჩვენი თვალსაზრისით, პირობა დაარღვიეს.

ან რუსეთი ახლა თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა შვიდის ნაცვლად, ან ნამდვილად ფსონს დებენ ომზე და უბრალოდ ამ ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს დაელოდნენ, როდესაც უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ცელსიუსით მინუს 20 გრადუსზე მეტია” – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....