ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს – აღნიშნულის შესახებ “პოლიტიკო“ ოთხ დიპლომატზე დაყრდნობთ წერს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები კიევისთვის გადამწყვეტია, რადგან სხვა შემთხვევაში უკრაინა აპრილში ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.
„პოლიტიკოს“ წყაროების განცხადებით, ელჩებს შორის უთანხმოების მთავარი საკითხია, თუ როგორი წვდომა ექნებათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კომპანიებს სესხით დაფინანსებული შესყიდვების გარიგებებზე.
“საფრანგეთი არასდროს ყოფილა წინააღმდეგი დიდი ბრიტანეთის უკრაინის სესხში მონაწილეობაზე. ჩვენი ერთადერთი სათქმელი ის არის, რომ მესამე ქვეყნებმაც უნდა შეიტანონ ფინანსური წვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რაც უსამართლოა“, – განუცხადა ფრანგმა დიპლომატმა „პოლიტიკოს“.

