უნგრეთის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო კომუნიკაციების საკითხებში, ზოლტან კოვაჩი აცხადებს, რომ ევროკომისია უნგრეთს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უტევს.
კოვაჩის თქმით, ევროკომისია თავადვე აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უნგრეთის კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშებს წერენ.
პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის პრესსპიკერის თქმით, ეს ევროკომისიის მხრიდან, არასამთავრობოების გზით, უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.
ამ მოსაზრებას იზიარებს, უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლოც. ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის მიერ 2019-2023 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებზე 17 მილიარდი ევრო დაიხარჯა და მწირი ინფორმაციაა გასაჯაროებული იმაზე, თუ რას მოხმარდა ოცდაათი ათასზე მეტი გრანტი.

