აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთხელ მაინც რომ შეგეფასებინათ თქვენი კოლეგის თავდასხმა გიორგი გახარიაზე „შერატონში“, დავიჯერებდი თქვენ გულწრფელობას” – სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს

როცა თავდასხმაზე საუბრობთ, კარგად გაიხსენეთ, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატი ბათუმში, თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა გიორგი გახარიას – თავდასხმებზე და შეიარაღებულ დაცვაზე რომ საუბრობთ, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებთ? – ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა, თეა წულუკიანს.

აღნიშნულით ხორგუანი გამოეხმაურა წულუკიანის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოსვლა „დაცვით მოითხოვა და კომისიის სხდომაზე შესვლა იარაღით სურდათ”.

„როცა თავდასხმაზე საუბრობთ, კარგად გაიხსენეთ, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატი ბათუმში, თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა გიორგი გახარიას. ამაზე არა თუ გამოძიება, თავდასხმის კადრები ვერ მოვიპოვეთ. თავდასხმებზე და შეიარაღებულ დაცვაზე რომ საუბრობთ, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებთ? თქვენი კოლეგა იყო მონაწილე და არც დაუმალავთ ეს“, – აცხადებს ხორგუანი.

ხორგუანმა, ასევე, მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

„ბატონო შალვა, თამარის [ტატა ხვედელიანი] ტონი რომ დაიწუნეთ, ერთხელ მაინც რომ შეგეფასებინათ თქვენი კოლეგის თავდასხმა გიორგი გახარიაზე „შერატონში“, დავიჯერებდი დღეს თქვენ გულწრფელობას. მართლა დავიჯერებდი”, – მიმართა ხორგუანმა პაპუაშვილს.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პასუხს არ ვაგებ. სხდომათა დარბაზთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ აქ იყოს შესაბამისი გარემო დისკუსიისთვის და დებატისთვის”.

იტვირთბა....