ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ენმ-ის წევრს, გიორგი ბარამიძეს, უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ბარამიძეს დაუსწრებლად ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მიუსაჯა. ბარამიძე საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი“ – ნათქვამია განცხადებაში.

