აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოს აქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და დაბალი საგადასახადო განაკვეთები”- კობახიძე

“ოცნების” მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მოქმედებს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და ეფექტური საგადასახადო სისტემა, რაც ქვეყანას საინვესტიციოდ მიმზიდველ გარემოდ აქცევს.

ამის შესახებ კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე „ინვესტიციების მომავალი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარტივ ბიუროკრატიასა და ეფექტურ მმართველობას.

„გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამასთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველო გამოირჩევა კორუფციის დაბალი დონით, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.

„საერთაშორისო გლობალურ ინდექსებში საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8–9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ფაქტორები ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის.

„ჩვენი ხედვაა, საქართველოში შევქმნათ სწორი გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად და ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

იტვირთბა....