აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ნატო-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

„მარკ რუტესთან ერთად დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას პატივი მივაგეთ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

იტვირთბა....