გასულ კვირას აზერბაიჯანმა და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის მინისტრი ვუგარ მუსტაფაევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე აგილ გურბანოვი და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ხალიდ აჰადოვი ლონდონში იმყოფებოდნენ, რათა თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება განეხილათ.
აზერბაიჯანის დელეგაცია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მინისტრს, ლორდ ვერნონ კოუკერს შეხვდნენ.
მანამდე, გასული წლის დეკემბერში ვერნონ კოუკერი აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
აზერბაიჯანში ბრიტანეთის ელჩმა, ფერგუს ოლდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ახალი ნაბიჯები იდგმება.

