უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა – საჰაერო ძალებმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ სხვადასხვა რეგიონის ცაზე ფრთოსანი რაკეტების რამდენიმე ჯგუფი, დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს სუმისა და პოლტავას რეგიონების გავლით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა რაკეტები უკრაინის მიმართულებით ასტრახანის რეგიონიდან გაუშვეს.
რაკეტები ასევე აღმოჩენილია ნიკოლაევის რეგიონის თავზე: უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ისინი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და ოდესის რეგიონის ჩრდილოეთით მოძრაობენ. გასულ ღამეს კი თავდასხმის ძირითადი სამიზნე იყო კიევი და ხარკოვი. ბალისტიკური რაკეტებით რუსებმა მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. არიან დაშავებულები.

