ირანი მზად არის, შეამციროს ურანის გამდიდრების დონე, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი შამხანიმ განაცხადა.
მისი თქმით, თეირანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ურანის გამდიდრების დონე 60%-დან 20%-მდე შეამციროს.
შამხანიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ისრაელი ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევა, ხოლო რეაგირების მასშტაბი დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მიერ გადადგმულ ქმედებებსა და ნაბიჯებზე.

