რუსეთი უკრაინაზე მასირებულ იერიშებს ახორციელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია. საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით უტევს.
გასულ ღამეს ქვეყნის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე ხანძარი გაჩნდა საბავშვო ბაღის შენობაში.

