აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ ახლა ირანთან ვსაუბრობთ, მსურს, შეთანხმებას მივაღწიოთ, თუ რამეს შევძლებთ, შესანიშნავი იქნება” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად ირანის მიმართულებით სამხედრო გემები მიემართებიან, თუმცა, მისი თქმით, სურს შეთანხმებას მიაღწიონ.

„შემიძლია, გითხრათ, რის გაკეთებას ვაპირებ, რადგან ახლა იქ უზარმაზარი ძალა მიემართება, ისევე როგორც ვენესუელაში, კიდევ უფრო დიდი, და ისინი იქ მალე იქნებიან. მსურს, შეთანხმება მიღწეული იყოს. არ ვიცი, ეს მოხდება თუ არა. ახლა ჩვენ ირანთან ვსაუბრობთ, თუ რამეს შევძლებთ, ეს შესანიშნავი იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....