აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებია” – ბიბისი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კონგრესში წარდგებიან არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

კლინტონები ზედამხედველობის კომიტეტში იანვარში დაიბარეს, გამოუცხადებლობის გამო კი მათ სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებოდათ. კონგრესისადმი უპატივცემულობის მუხლით ბილ კლინტონისთვის ბრალის წაყენების საკითხზე კენჭისყრა კომიტეტში რამდენიმე დღეში უნდა გამართულიყო, თუმცა კლინტონებმა ამჯერად კონგრესში გამოცხადებაზე თანხმობა განაცხადეს.

გაურკვეველია, როდის წარდგებიან კლინტონები კონგრესში, თუმცა 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას მისცემს კონგრესს.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე, მათ შორის ფოტოები, სადაც ბილ კლინტონიც ფიგურირებს.

იტვირთბა....