“უკრაინა მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას და ნამდვილად მზად არიან ამისთვის იბრძოლონ. მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა ხდება ირანში, რამდენი მკვლელობა და როგორ ჩადო ინვესტიცია ირანის რეჟიმმა ომისა და ძალადობის გავრცელებაში რეგიონსა და მსოფლიოში. უკრაინა არ დაივიწყებს ათასობით შაჰიდს, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს ხალხს… ჩვენ, უკრაინაში, უკვე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია უკვე ტერორისტულად მივიჩნიეთ და ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. მსოფლიოში ყველა ტერორისტი იმსახურებს ერთნაირ მოპყრობას და დაგმობას – არავინ უნდა გაიმარჯვოს.” განაცხადა ზელენსკიმ
29 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ასევე, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა – ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღეს, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ. ევროკავშირის სანქციები ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 21 ფიზიკური პირისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო 10 ორგანიზაციის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 1 თებერვალს ირანმა ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა.

