აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტყუილია, რომ IT სპეციალისტებს, ვინც ანაზღაურებას უცხოეთიდან იღებს, ხელი შეეშლებათ”- არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრება აიტი სპეციალისტების საქმიანობას ხელს არ შეუშლის.

“აბსოლუტური ტყუილია, რომ აიტი სპეციალისტებს, რომლებიც, მაგალითად, კოდებს წერენ და ანაზღაურებას უცხოეთიდან იღებენ, საქმიანობაში ხელი შეეშლებათ”. – თქვა გორდულაძემ.

დღეს, 2 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებას პირველი მოსმენით განიხილავენ.

28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში. შემოაქვთ ახალი ტერმინთა განმარტება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები – გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.

იტვირთბა....