ფსიქიური აშლილობის ვერბალური გამოვლინება, – ასე აფასებს “ლელოს” წევრი თამაზ დათუნაშვილი ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილს.
მისი თქმით, ზაზა შათირიშვილის წერილში გამოთქმული შეფასებები რეალურად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ხედვებს ასახავს და არა დამოუკიდებელ ფილოსოფიურ ანალიზს.
თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რიტორიკა უკავშირდება “ოცნების” ხელისუფლების წარუმატებელ მცდელობებს, დაამყაროს ურთიერთობები დასავლურ პოლიტიკურ წრეებთან, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართულებით.
ეს რაღაცა ფსიქიური აშლილობის ვერბალური გამოვლინება, რომელსაც ვადევნებთ თვალყურს ბოლო ერთი წელია, რომელიც თან გამტარის როლს ასრულებს, აი, ასეთ სამარცხვინო არარაობად ჩამოყალიბდა, სინამდვილეში, ამის უკან არის ბიძინა ივანიშვილი და მისი აზრები. ივანიშვილის აზრები, რომელიც გაჟღენთილია იმ ტეხასელი მენავთობის წარუმატებობით, რომელიც გაჟღენთილია მისი უდიდესი კრახით აშშ- ში და ევროკავშირში, რომ ლობიზმით, ღიათი, დახურულით, რაიმე ფორმით რაიმე გზა მოეძებნა, რომ მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე ტიპის ურთიერთობა დაემყარებინა, მაგრამ ივანიშვილის ტიპის არასუვერენულ, რუსეთის სატელიტ ავოკრატებზე, პატარა კაცუნებზე, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობენ, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას უსამარებენ მომავალს, აშშ-ს არცერთი და არავითარი ადმინისტრაცია არასდოს არ ითანამშრომლებს, – ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსი ტრამპს „ომის პარტიის მთავარ წარმომადგენლად“ აცხადებს. ზაზა შათირიშვილი წერილში წერს, რომ ირანის ირგვლივ უკიდურესი დაძაბულობაა შექმნილი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანას სამხედრო დარტყმებით ღიად ემუქრება.
ავტორის თქმით, გლობალურ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი აქვთ ოლიგარქიულ ოჯახებს, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მოდელირებული რეალობის შექმნას ცდილობენ.

