აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“უკრაინასთან მოლაპარაკებებში ზოგიერთ საკითხზე საერთო ენის პოვნა უფრო ადვილია, ზოგიერთზე დაახლოება კი შეუძლებელი” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ზოგიერთ საკითხზე საერთო ენის პოვნა უფრო ადვილია, ზოგიერთზე კი დაახლოება შეუძლებელია.

პესკოვმა ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა პროგრესს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

„ზოგიერთ საკითხზე შეხების წერტილის პოვნა უფრო ადვილია. არის საკითხები, სადაც შეხების წერტილის პოვნა უფრო რთულია – სამწუხაროდ, იქ დაახლოების შესახებ კონსტანტირება შეუძლებელია“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია თანმიმდევრულია და რუსეთი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის.

„ზელენსკი კონტაქტებს გვთავაზობს. პუტინმა განაცხადა, რომ კონტაქტები შესაძლებელია მოსკოვში – ეს პოზიცია ჩვენს პოზიციად რჩება და საკმაოდ თანმიმდევრულია. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ხედავთ, მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფების მეშვეობით. მივესალმებით ამას და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა პესკოვმა.

იტვირთბა....