ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს.
კომისრის თქმით, კანონში შესატანი ცვლილება ძალიან ზოგადია და საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას.
“შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში ინიცირებული ცვლილებების გამო, რომლებიც მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ეს შეთავაზებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო კანონით ნაკისრ ვალდებულებას, დაიცვას ასოცირების თავისუფლება. მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაადასტუროს მხარდაჭერა სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ” – ამბობს ფლაერთი.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების გასანადგურებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს.
28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში. შემოაქვთ ახალი ტერმინთა განმარტება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები – გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.

