აქტუალური თემა ახალი ამბები განათლება მთავარი პოლიტიკა ციტატა

“არ მეგონა, თუ ასეთი მძიმე ვითარება იქნებოდა “- უნივერსიტეტის ლექტორი სამუშიასთან შეხვედრაზე

საბჭოთა კავშირის დროის მსგავსი სხდომა იყო, – ასე აფასებს აკადემიური საბჭოს სხდომიდან დროზე ადრე გამოსული ლექტორი ადგილზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, შეხვედრაზე “მძიმე ვითარება” იყო და რექტორმა გადაჭრით არ უპასუხა არცერთ შეკითხვას, რომელიც ორი უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას ეხებოდა. 

ლექტორმა პირდაპირ თქვა, რომ ჯაბა სამუშიამ ვერ უპასუხა კითხვებს უნივერსიტეტის ავტონომიასთან დაკავშირებით და საკითხის გამართლება პოლიტიკური არგუმენტებით სცადა.

“ახლა გამოვედი. სიმართლე გითხრათ, ასეთ მძიმე მდგომარეობას მაინც არ ველოდები. თქვენ, სტუდენტები, ძირითადად, პატარები ხართ და არ იცით, როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს სხდომები. ასეთი სხდომა იყო ზუსტად. ასეც ვიცოდი, რომ სამუშია შეეცდებოდა, ყველანაირად დაეძვრინა თავი და ეს პასუხისმგებლობა არ აეღო და არ ეთქვა, კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება ამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის შეერთების ან როგორ მოხდა, რა კვლევაზე დაყრდნობით. ასეთი რამ მან არ იცის, რა თქმა უნდა. იცის, რომ შედგა სატელეფონო საუბარი, რომ დაურეკეს ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტსი რექტორს, შემდეგ ნახევარ საათში მასაც უთხრეს, რომ ასე ერთიანდებოდა ორი უნივერსიტეტი.

მას, როგორც ჩანს, არ აქვს თავად კითხვები, თუმცა თანახმაა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. იურიდიულად ასაბუთებდა და ამბობდა, რომ თურმე სახელმწიფოს ჰქონია უფლება, რომ ასეთი გაერთიანება მოახდინოს. როდესაც უნივერსიტეტის ავტონომიაზე დავუსვით კითხვები, ამაზე პასუხები არ აქვს და გადადის შემდეგ, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. გადაწყვეტილებაა პოლიტიკური და აკადემიურად როგორ აპირებენ რამის გამორჩენას? მთელი ეს წარმოდგენა ეძღვნებოდა იმას, რომ სამუშია ცდილობდა ყოფილიყო შუამავალი განათლების სამინისტროსა და აკადემიური საბჭოდან და წარმოამდგენლობითი საბჭოდან 5-5 ადამიანის, რომლებიც შემდეგ დაუსვამდნენ განათლების მინისტრს კითხვებს”, – ამბობს ლექტორი. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პროფესორ-მასწავლებლებს აინტერესებთ დასაბუთება, რატომ გადაწყდა ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება. ისინი დღეს ამ საკითზე თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას პოზიციას პირველად ისმენენ.

პარალელურად, სასწავლებლის ეზოში იმყოფებიან სტუდენტებიც. ამის გამო მთელ პერიმეტზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

იტვირთბა....