აქტუალური თემა ახალი ამბები განათლება მთავარი პოლიტიკა ციტატა

“სტუდენტები, ალბათ, უნივერსიტეტების გაერთიანებით ყველაზე მოგებული და გახარებული აღმოჩნდებიან, რადგან დიპლომებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მიიღებენ” – ნინო წილოსანი

გაერთიანების შედეგად არც ერთი უნივერსიტეტი არ დაკარგავს საკუთარ თავს – ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული თავად სტუდენტები იქნებიან, რადგან ისინი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ.

„მე ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები. ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საამაყო, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ასევე, ლექტორებისთვისაც და იქ აკადემიური წრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი, ალბათ, ყველასთვის საამაყოა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი უნივერსიტეტი, ამ გაერთიანების შედეგად, არ დაკარგავს საკუთარ თავს. ტექნიკური მიმართულება იქნება თსუ-ს ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი და რა თქმა უნდა, ყველა ის კარგი ტრადიცია, რომელიც ამ უნივერსიტეტს ჰქონდა ასწლეულის მანძილზე, იქნება სრულად გადმოღებული,“ – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

იტვირთბა....