აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 რუსეთმა ავტობუსზე თავდასხმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი – ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსული დრონის მიერ სამუშაო ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„არანაირი სამხედრო სამიზნე – მხოლოდ შრომისმოყვარე მამაკაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ. ნამდვილად საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს როგორც ამ, ისე სხვა მსგავსი დანაშაულებისთვის.

„პასუხისმგებლობა აუცილებელია სამართლიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 16 მაღაროელი დაიღუპა.

იტვირთბა....