აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ” – დიმიტრი მედვედევი

მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ნათელია, რომ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უკვე რამდენიმე პარამეტრით ჩანს. მსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, „სამხედრო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფიქრი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამის შემდეგ“.

„გამარჯვების მიზანი ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებაა. ეს სრულიად ნათელია“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

იტვირთბა....