აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მასუდ ფეზეშქიანს დაურეკა და რეგიონში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ალიევმა დაადასტურა აზერბაიჯანის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის მოგვარებაში და აღნიშნა, რომ ბაქო მხარს უჭერს ასეთი საკითხების მოგვარებას მოლაპარაკებებისა და ურთიერთგაგების გზით.

საუბრის დროს აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებს ეფუძნება და ხალხებს შორის არსებობს ისტორიული, ეთნიკური და რელიგიური კავშირები.

თავის მხრივ, ირანი პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართ.

იტვირთბა....