აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“კუბასთან საუბარს ვიწყებთ, ვფიქრობ, შეთანხმების დადებას მოინდომებენ, რათა კუბა კვლავ თავისუფალი გახდეს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ შეერთებული შტატები კუბასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს.

„ვფიქრობ, ჩვენთან მოვლენ და შეთანხმების დადებას მოინდომებენ, რათა კუბა კვლავ თავისუფალი გახდეს. ისინი ჩვენთან მოვლენ და შეთანხმებას დადებენ. სინამდვილეში, მათ პრობლემები აქვთ. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ კუბიდან. ამჟამად შეერთებულ შტატებში ბევრი ადამიანი გვყავს, ვისაც კუბაში დაბრუნება სურს და ჩვენ ამის მოგვარება გვინდა. კუბას არ აქვს ფული, არ აქვს ნავთობი. ისინი ვენესუელის ფულითა და ნავთობით ცხოვრობდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კუბასთან საუბარს იწყებს, რადგან მისივე თქმით, მათ ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.

„მათ ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ და კუბასთან საუბარს ვიწყებთ. არ ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, კუბა ცუდად მოეპყრო. ყველამ მე მომცა ხმა და ჩვენ გვინდა, რომ მათ კარგად მოეპყრონ. გვსურს, რომ ისინი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. მათ მრავალი ათწლეულია საკუთარი ოჯახი, საკუთარი ქვეყანა არ უნახავთ. ასე რომ, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. მე ამას შევძლებ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....