აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ირანმა ევროკავშირის ქვეყნების არმიები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა

ირანმა ევროკავშირის ქვეყნების არმიები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის საპასუხო ნაბიჯი ევროკავშირის მიერ ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის.

„საპასუხო ქმედებების შესახებ კანონის“ მე-7 მუხლის თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საპასუხოდ, ევროპული ქვეყნების არმიები ტერორისტულ დაჯგუფებებად ჩაითვლება და ამ ქმედებების შედეგები ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

ღალიბაფის თქმით, ევროკავშირმა აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის რეჟიმის ლიდერების ბრძანებების შესაბამისად იმოქმედა, რაც მომავალ გლობალურ წესრიგში ევროპის მარგინალიზაციას აჩქარებს.

ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ევროპამ, ტერორიზმის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ძალის მიზანში ამოღებით, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედა.

იტვირთბა....